საბანკო სესხების გალარების პროგრამა ერთჯერადი სოციალური პროექტია, რომელსაც საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ერთობლივად ახორციელებენ.
გალარების პროგრამა შეეხება მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირების (მათ შორის ინდმეწარმეების) უძრავი ქონებით სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველყოფილ აშშ დოლარის სესხებს. სუბსიდია შეეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც გააჩნდათ სასესხო დავალიანება აშშ დოლარით, როგორც 01.01.2015-ის, ასევე 28.11.2016-ის მდგომარეობით და აქვთ მიმდინარე დავალიანება აშშ დოლარით გალარების დღეს.
სუბსიდია არ შეეხება იმ მსესხებელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 28.11.2016-ის მდგომარეობით, სესხის ძირითადი თანხის ჯამური დავალიანება, ლარში კონვერსიის განმახორციელებელ კომერციულ ბანკში ან პორტირების შემთხვევაში, პორტირებამდე არსებული საბანკო კრედიტის/სესხის მომსახურე ბანკში არ აღემატება 100 000 (ასი ათას) აშშ დოლარს. ასევე, სუბსიდია არ შეეხება იმ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი 2015 ან 2016 წელს 100,000 ლარზე მეტი იყო.
კურსთაშორისი სხვაობის დაფინანსება კი მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება.
კომერციული ბანკები გალარებულ სესხებს არსებული საბაზრო პროცენტით გასცემენ. ეროვნული ბანკის ცნობით, დღეის მდგომარეობით ლარით გაცემული ცვლად პროცენტიანი იპოთეკური სესხების საბაზრო პროცენტი 10%-ის ფარგლებშია.
გალარების პროგრამა სავარაუდოდ, 17 იანვრიდან დაიწყება.