10 საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის სამუშაოდ

ბრიტანულმა ბანკმა HSBC-მ გამოაქვეყნა კვლევა - მსოფლიოს 10 საუკეთესო ქვეყანა ემიგრანტებისთვის სამუშაოდ. კვლევაში 190 ქვეყნიდან 27 ათასი ადამიანი გამოიკითხა.

კვლევის თანახმად, ემიგრანტებისთვის საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული გამოკითხულთა პასუხების მიხედვით დადგინდა - თუ სად უფრო მარტივია მათთვის ცხოვრება, მუშაობა და ოჯახის ფეხზე წამოყენება.

ემიგრანტებისთვის სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1 - შვეიცარია, სადაც ემიგრანტის საშუალო ხელფასი 188.275 დოლარია;

2 - გერმანია, სადაც საშუალო ხელფასი 97.693 დოლარია;

3 - შვედეთი, ემიგრანტის საშუალო ხელფასი იქ 84.802 დოლარია;

4 - არაბეთის გაერთიანებული საამიროები, სადაც ემიგრანტებს საშუალოდ 112.820 დოლარი აქვთ ხელფასი;

5 - ნორვეგია - ემიგრანტებს საშუალო ხელფასი 97.486 დოლარია;

6 - სინგაპური, ემიგრანტებს იქ საშუალოდ 138.641 დოლარი აქვთ ხელფასი;

7 - ავსტრია, ემიგრანტების საშუალოდ 85.288 დოლარიანი ხელფასით;

8 - ჰონგ-კონგი, სადაც საშუალო ხელფასი ემიგრანტებისთვის 169.756 დოლარია;

9 - გაერთიანებული სამეფო 83.227 დოლარიანი საშუალო ხელფასით;

10 - ბაჰრეინი, სადაც ემიგრანტთა საშუალო ხელფასი 98.622 დოლარია.