ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია

ცენტრალური ავტომაგისტრალის ზესტაფონის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია. წუხელ მთელი ღამის განმავლობაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი დოღონაძემ განუცხადა, ამ დროისათვის მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების გატარება ხდება უპრობლემოდ, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღნიშნული მიმართულებით კვლავ აკრძალულია.

ზესტაფონის სოფელ შორაპანთან მიწა-კლდოვანი მასა გუშინ ღამით ჩამოიშალა.