ბრიტანული Telegraph მკითხველს თბილისში მოგზაურობას ურჩევს

ბრიტანული გამოცემა Telegraph მკითხველს ევროპის 21 ქალაქში, მათ შორის თბილისში მოგზაურობას ურჩევს.

“21 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობაზე არასოდეს გიფიქრიათ, მაგრამ ამ ქალაქების მონახულება აშკარად ღირს“, - ამ სათაურით აქვეყნებს გამოცემა სტატიას ევროპულ ქალაქებზე.  ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სიის სათავეში იტალიური ქალაქი ბერგამოა, თბილისი კი მე-4 პოზიციას იკავებს.

საქართველოს დედაქალაქის შესახებ შთაბეჭდილებებს მკითხველს ჟურნალისტი კლარა ალფრი აცნობს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა: ”თბილისი ეს არის ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთთან კარგად არის შეხამებული. საქართველოს დედაქალაქს ემატება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები“, - ნათქვამია "ტელეგრაფის" სტატიაში.