კახა კალაძე დღეს „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ქალაქ მინსკში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება.

როგორც ენერგეტიკის საამინისტრო იუწყება, კომპანია „გაზპრომ-ექსპორტთან“ მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით გაიმართება.

როგორც ცნობილია, სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. შესაბამისი ხელშეკრულება ერთწლიანია და ამჟამად მის განახლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს. „გაზპრომის“ წარმომადგენლები ქართულ მხარეს ტრანზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობენ. „გაზპრომის“ წარმომადგენლებთან 2 შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება არ მიღწეულა.