საწვავის ფასი პიკზეა, მკვეთრი ცვლილება არ იგეგმება
საწვავის ფასი პიკზეა, მკვეთრი ცვლილება არ იგეგმება
11 იანვარი / 2017
აქციზის გაზრდის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საწვავის ფასმა 2 ლარს მიაღწია. ნავთობიმპორტიორები ამბობენ, რომ მომატებული აქციზი საწვავის ფასში ბოლომდე არ ასახულა, ამიტომ ახლო მომავალში ბენზინი და დიზელი შეიძლება ცოტა კიდევ გაძვირდეს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, თუკი ლარი ოდნავ მაინც გამყარდება და მსოფლიო ბაზარზეც შავი ოქროს ფასი დღევანდელ ნიშნულზე შეჩერდება, შესაძლოა, ადგილობრივი ბაზარი ფასის მორიგ ზრდას გადაურჩეს კიდეც.

მიუხედვად იმისა, რომ ამ ეტაპზე მსოფლიო ბაზარზე არ შეინიშნება რამე ტიპის რყევა, მენავთობეები პროგნოზის გაკეთებისას ძალიან ფრთხილობენ. მათი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია საერთაშორისო ფასსა და ლარის კურსის ცვალებადობაზე.

ბრენდირებულ სადგურებში ყველაზე იაფი - "რეგულარის" მარკის ბენზინი 2 ლარი ღირს, ხოლო დიზელი - 1,95. არაბრენდირებულ სადგურებში საწვავის ღირებულება 1,85-1,87 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამ ეტაპზე ბენზინის საბითუმო ფასი 1,82-ია, ხოლო დიზელის - 1,75-1,80 თეთრი.

საწვავის გაძვირებას არ ელოდება კომპანია "სენტას" ხელმძღვანელი ზაალ იაკობიძე. როგორც მან "რეზონანსს" განუცხადა, ახლო მომავალში ბენზინისა და დიზელის ფასის ფორმირებას სხვა ფაქტორები გამოიწვევს და არა აქციზი. საცალო ღირებულების გაზრდა დამოკიდებულია როგორც ნავთობის მსოფლიო ბაზარზე, ასევე ეროვნული ვალუტის კურსზე, რომლის მერყეობა მყისიერად აისახება ნებისმიერ საქონელზე.

"რაც დღეს გვაქვს ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე, ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ფასი. იქ აქციზის კომპონენტი უკვე ასახულია და შემდგომი მატება ან კლება გადასახადზე აღარ იქნება დამოკიდებული. სამომავლოდ უკვე სხვა ფაქტორები ამოქმედდება - საერთაშორისო ბაზრის ფასი და ლარის კურსის ცვლილება. აქციზმა უკვე მოახდინა გავლენა და ამას ყველა თვალნათლივ ვხედავთ. დღესდღეობით ბენზინის საბითუმო ფასია 1,82 ლარი, ხოლო დიზელი მერყეობს 1,75-დან 1,80-მდე", - განაცხადა ზაალ იაკობიძემ.

ნავთობიმპორტიორთა ნაწილი კი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ აქციზის გადასახადი არ არის ბოლომდე ასახული დღევანდელ ფასში, მაგრამ ამჟამინდელი ღირებულება რეალობასთან ძალიან მიახლოებულია. ახლო მომავალში საწვავის ფასი ამ ნიშნულზე შენარჩუნდება ან მოიმატებს მაქსიმუმ 5 თეთრით. პარალელურად, ნავთობპროდუქტების ფასის ცვლილება დამოკიდებულია ლარის კურსზეც. თუ ეროვნული ვალუტა ცოტათი მაინც გამყარდა, ამან შეიძლება აქციზის გაზრდით მიღებული სხვაობა დააბალანსოს. სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში ფასთან დაკავშირებულ რაიმე სახის შესამჩნევ მერყეობას ადგილი არ ექნება.

კომპანია "ლუკოილის" გენერალური დირექტორის მოადგილე შავლეგ მიშველაძის ინფორმაციით, საქართველოში საწვავის ღირებულებას განსაზღვრავს, როგორც მსოფლიო ბაზარზე
არსებული მდგომარეობა, ასევე იმ ქვეყნებში მოქმედი ვალუტის კურსი, რომლებთანაც ქართული კომპანიები აწარმოებენ გარიგებას.

"ფასი მუდმივად იყო და იქნება ცვალებადი - ხან მოიმატებს, ხან დაიწევს. ეს არის უკვე ყველასთვის ნაცნობ კომპონენტებზე დამოკიდებული: საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულებასა და ვალუტის კურსზე. ასევე გასათვალისწინებელია ლარის გაცვლითი კურსი იმ ვალუტასთან მიმართებით, რომლითაც ხდება გარიგებები. სამომავლოდ ფასი იქნება ისეთი, რასაც განაპირობებს ამ ორი კომპონენტის ერთობლიობა.

ჩვენი კომპანია ცდილობს, ჰქონდეს შეძლებისდაგვარად დაბალი ფასი. ასეთი მიდგომა ხან გამოგვდის და ხან არა, მაგრამ მცდელობას არ ვაკლებთ. ჩვენი სტრატეგიაა, რომ დაბალი ფასის ნიშა შევინარჩუნოთ, ამას მომავალშიც აუცილებლად გავაკეთებთ", - განუცხადა "რეზონანსს" მიშველაძემ.

ნათია ლომიძე
გაზეთი "რეზონანსი"

კომენტარები (6)
12.01.2017
ემზარი
დავამატებდეი ერთს, რომ ვიდრე ჩვენი ნეტარი პოლიტიკოსნი არ გააცნობიერებენ შემდეგს,რომ დღეს რომ ჯიპებით დაგრიალებენ, რომ მოიწყვეს ცხოვრება და მოითბეს ხელი, ის რომ სახელმწიფოში რაც კეთდება, ეს ყველაფერი არის საზოგადოების მიერ გადახდილი გადასახადების შედეგი, ის რომ დღეს პოლიტიკოსები ხალხის ფულს რომ ჭამენ და მათი ფული რომ გონიათ, მანამდე არაფერი გვეშველება. ვიდრე ნებისმიერი, იქნება ეს ძალოვანი უწყების, კანონმდებელი თუ სხვა რიგითი თანამდებობის პირი, რომელსაც ჰგონია, რომ თანამდებობა არის ქონების მოხვეჭის საუკეთესო საშუალება და იმას, რომ ეს არის ისეთივე სამსახური, რაშიც ჩვენ საზოგადოება ვუხდით ხელფასს და ყოველ კვარტალურად არ უნდა გამოიწერონ პრემია 80000 ლარი პრემია და უნდა დასჯერდნენ, მხოლოდ ხელფასს, მანამდე არ გვეშველება ჩვენ არაფერი.
11.01.2017
გია
ხო ხო შემდეგ არჩევნებზე კიდე ამათ მიეცით ხმა დახრჩობა მერე ნახეთ.ხალხი ვერ მიხვდა 4 წელში ესენი რისი გამკეთებლები იყვნენ
რუბრიკის სხვა სიახლეები
20.10.2017
საქართველოს Apple-ის ტრენერები ეწვივნენ. ტექნოპარკში Apple-ისა და iTechnic-ის პარტნიორობით გაიმართა საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც წამყვანი კერძო სკოლის დირექტორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე ახალ ტექნოლოგიებსა და მათ განათლების სფეროში გამოყენების შესაძლებობებზე ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის წინააღმდეგ უკვე გატარებული ღონისძიებები და სამომავლო, 2018 წლის სტრატეგია გააცნო.
სრულად
20.10.2017
კახეთში, სასტუმროში „სავანეთი“, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობა საჯარო შესყიდვებით დაინტერესებულ მცირე და საშუალო ბიზნესის, ადგილობრივი შემსყიდველი ორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
სრულად
20.10.2017
დღეს, ლვოვის საერთაშორისო გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ტურსააგენტოების, ავიაკომპანიის წარმომადგენლებისა და ვიზიტორებისთვის პრეზენტაცია გამართეს, სადაც აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ ისაუბრეს.
სრულად
20.10.2017
1-ელი ივნისიდან 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდში 10 319 998 ლარის ოდენობის მთლიანი შემოწირულობის 93% “ქართულმა ოცნებამ” მიიღო, რაც 12-ჯერ მეტია დანარჩენი 14 კვალიფიციური სუბიექტის მიერ ჯამურად მიღებულ თანხაზე
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
19.10.2017
20.10.2017
USD
1
USD
2.4844
2.4863
EUR
1
EUR
2.9204
2.9405
GBP
1
GBP
3.2752
3.2725
RUB
100
RUB
4.3347
4.3181
ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ!
წარმოდგენილი სიიდან, მონიშნეთ თქვენთვის სასურველი 5 ღვინის სახეობა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის მიერ დასახელებული ღვინოებიდან გამოვლინდება 10 საუკეთესო.
შენ ხარ

14672-ე