საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით, იმ ქვეყნების ნუსხა შედგა, სადაც ფულის გათეთრების მაღალი რისკი არსებობს. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის საყურადღებო ზონების ნუსხა ასე გამოიყურება:
ა) ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
ბ) ანგილია;
გ) ანტიგუა და ბარბუდა;
დ) ბოსნია-ჰერცეგოვინა;
ე) დომინიკის თანამეგობრობა;
ვ) ერაყის რესპუბლიკა;
ზ) ვანუატუ;
თ) თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
ი) იემენის რესპუბლიკა;
კ) ირანის ისლამური რესპუბლიკა;
ლ) კაიმანის კუნძულები;
მ) კოლუმბიის რესპუბლიკა;
ნ) კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა (ჩრდილოეთ კორეა);
ო) ლაოსის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
პ) ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
ჟ) სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
რ) სენტ-კიტსი და ნევისის ფედერაცია;
ს) სეიშელის რესპუბლიკა;
ტ) სირიის არაბთა რესპუბლიკა;
უ) ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
ფ) უგანდის რესპუბლიკა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში მითითებულია, რომ ეთხოვოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს, ყოველწლიურად შეამოწმოს საყურადღებო ზონების ნუსხა და მასში დასაბუთებული ცვლილებების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ ბანკს.