ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7395 ლარი გახდა

11 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7395 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7403 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.08 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 12 იანვრიდან შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 12 იანვრისთვის 2.8820 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 2.03 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 12 იანვრისთვის 0.7108 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7263 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 1.55 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 12 იანვრისთვის 3.3225 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3311 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.86 თეთრი შეადგინა.