როგორ გამოიმუშავებენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები თვეში 1000 ლარს
როგორ გამოიმუშავებენ ქართველი ინტერნეტმომხმარებლები თვეში 1000 ლარს
11 იანვარი / 2017
intermedia.ge არის ყველაზე მასშტაბური და პოპულარული ქართული პლატფორმა სამოქალაქო ჟურნალისტიკისთვის. ამჟამად, საიტზე 80 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი და 500-მდე აქტიური ავტორია, რომლებიც დამოუკიდებლად ქმნიან ვებგვერდის კონტენტს და რეგულარულად იღებენ ანაზღაურებას რედაქციისგან.

"ვებპორტალმა www.intermedia.ge, 2016 წელი განსაკუთრებული წარმატებით დაასრულა. თავისი რეიტინგით მან ქართული საინფორმაციო პორტალების ხუთეულში სტაბილური ადგილი დაიკავა. ვებგვერდის კონტენტი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახდა და ამავდროულად, ვებსაიტზე უკვე ყველა წამყვანი ქართული არხის ლაივში ყურება, გადახვევა და სასურველი ნაწილის მოჭრა არის შესაძლებელი. ამასთან გაიზარდა ავტორების ანაზღაურებაც. დეკემბერში ერთ-ერთმა ავტორმა ჰონორარის სახით 1000 ლარი აიღო. ასევე გვყავს 300-500 ლარიანი ანაზღაურების მქონე რამდენიმე ავტორი" - ამბობს "ინტერმედიას" რედაქტორი თენგო ოყუჯავა.

მუშაობის თავისუფალი განრიგი, თავისუფალი თემატიკა, გარანტირებული ანონიმურობა, მეგობრების შეძენის საშუალება, ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობა, დაფასებული შრომა, განტვირთვის კარგი ხერხი, მრავალფეროვანი ინფორმაცია და რაც მთავარია, სახლიდან გასვლის გარეშე გარკვეული თანხის გამომუშავების პერსპექტივა - სწორედ ასე აფასებენ ავტორები პროექტს.

"ჰონორარის ოდენობა დამოკიდებულია ავტორებისა და მასალების რეიტინგზე, ხარისხზე, მოწონებების და გაზიარებების რაოდენობაზე. ამ ყველაფერს საიტის სისტემა ითვლის. საავტორო
You must have Flash Player installed in order to see this player.
მასალები და საავტორო ვიდეოები განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს და მეტად ანაზღაურებადია. საიტზე რეგისტრირებული მომხმარებლები სტატიებსა და ვიზუალურ მასალას თავად ტვირთავენ. შემდეგ კი ატვირთული ინფორმაცია ადმინისტრატორთან გადის მოდერაციას. იბლოკება მასალები, რომლებიც არღვევს ვინმეს საავტორო უფლებებს ან არ შეესაბამება ჟურნალისტურ სტანდარტებს" - განმარტავს თენგო ოყუჯავა.

www.intermedia.ge
-ს აქტიურ ავტორებს შორის რამდენიმე საქართველოს რეგიონების წარმომადგენელია. სარედაქციო ჯგუფის სურვილია, რომ მეტი მომხმარებელი ჰყავდეს რეგიონებიდან.

"რეგიონებში ბევრი ისეთი ამბავი ხდება, რასაც წამყვანი მედიასაშუალებები ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. რეალურად კი საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან საინტერესოა. ამიტომ ვისურვებდი, მეტი ავტორი გვყავდეს ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან. მოვუწოდებ მათ, გააქტიურდნენ და მათი რეგიონის პრობლემები უკეთ წარმოაჩინონ", - ამბობს თენგო ოყუჯავა.

ქართულ მედია სივრცეში პორტალი www.intermedia.ge სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
სამომავლოდ, საიტის ადმინისტრაცია აქტიური ავტორების ტრენინგებზე გაგზავნასა და მათი ცოდნის გაღრმავებაზე ზრუნვასაც გეგმავს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
რუბრიკის სხვა სიახლეები
23.08.2017
ბორჯომში გაჩენილი ხანძრის გამო კომპანია "სოკარმა" საწვავი გამოყო. კერძოდ, სტიქიასთან საბრძოლველად კომპანიის მხრიდან 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელია გამოყოფილი.

ამასთან, "სოკარი" ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარი ტყის აღდგენაშიც მიიღებს მონაწილეობას და ხეებს 2 ჰექტარზე დარგავს.

"სამწუხაროდ სტიქიამ ტყის დიდი ნაწილი გაანადგურა. მაშველები და მეხანძრეები კვლავ ებრძვიან და იმედი გვაქვს, მალე მოხდება ხანძრის ლიკვიდაცია. აუცილებელია, ერთმანეთს მაგალითი მივცეთ და გავერთიანდეთ, როგორც დღეს ჩვენს ხელთ არსებული დახმარების საშუალებით, ასევე, მომავალში ტყის აღდგენაში ჩვენი წვლილის შეტანით. კომპანია SOCAR Georgia Petroleum-მა სტიქიასთან საბრძოლველად 45 ტონა ავიასაწვავი, 10 ტონა ბენზინი და 10 ტონა დიზელი გამოყო. ასევე მივიღებთ მონაწილეობას ტყის აღდგენაში და დავრგავთ ხეებს 2 ჰექტარზე,"-ნათქვამია კომპანიის "ფეისბუქ" გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სრულად
23.08.2017
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კილომეტრზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა თავისუფალია
სრულად
23.08.2017
საქართველოსა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებების მატჩზე გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება ხანძრისგან დაზარალებული ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.
სრულად
23.08.2017
საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.
სრულად
23.08.2017
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.3946 ლარი შეადგინა.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
23.08.2017
24.08.2017
USD
1
USD
2.3913
2.3946
EUR
1
EUR
2.8107
2.8216
GBP
1
GBP
3.0666
3.0646
RUB
100
RUB
4.0489
4.0493