სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ENPARD-ის კონსორციუმის წევრებს შეხვდა
11 იანვარი / 2017
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) კონსორციუმის წევრებს შეხვდა და ENPARD I-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მიღწეული შედეგები განიხილა.
როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2017 წელს ENPARD I-ის ფარგლებში დონორების მიერ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების დაფინანსების პროგრამა სრულდება.
შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული და გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია. ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება არ უნდა დაიკარგოს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სამინისტროს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების ხედვა კოოპერატივების განვითარების კუთხით, ბევრ საკითხში თანხვედრაშია. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოოპერაციულ საწარმოებში შიდა ინვესტიციების მობილიზების გაძლიერების აუცილებლობა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ნოდარ კერესელიძე და მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი ესწრებოდნენ.
კომენტარები (0)
კომენტარები არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცია.
მიმდინარე წლის მეორე კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ 22,9 მილიონი ლარის ღირებულების, 5.8 ათასი ტონა პროდუქცია გაიყიდა.
2017 წლის თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით „ინტერვიუ“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარე გიორგი (გოგი) ლორთქიფანიძესთან...
რაჭაში მთის ჩამოშლის შედეგად გარესამყაროს მოწყვეტილ სოფლებთან დაკავშირება ალტერნატიული გზით მოხდება.
თბილისის ცენტრში სკოლები უზრუნველყოფენ თითქმის ევროპულ განათლებას, ხოლო სოფლის სკოლები მაგრად არიან ჩამორჩენილი
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი 2017 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საქართველოდან ოფიციალურად ექსპორტირებული თაფლის რაოდენობა საკმაოდ მცირეა.
სამეგრელოში კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც.
მაღალმთიანი დასახლებებიდან მიგრაციის პროცესი მეტ-ნაკლებად შენელებულია, - ამის შესახებ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს მდივანმა, ოთარ კონჯარიამ განაცხადა.
2015 წლის მარტიდან ორი წლის განმავლობაში თაფლის ფასმა 1კგ-ზე 3,2 ლარით, 13,7 ლარიდან 16,9 ლარამდე მოიმატა.
რუბრიკის სხვა სიახლეები
21.08.2017
ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის მეპატრონე ირაკლი კვიჟინაძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ზედმეტად გადახდილი დღგ-ის 10 დღეში დაუბრუნდა.
სრულად
21.08.2017
Gem fest-ზე დასაქმებულმა 11-მა პირმა კუთვნილი ხელფასის ანაზღაურების მოთხოვნით ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მიმართა.
სრულად
21.08.2017
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ შესაძლოა, გაიყიდოს. როგორც კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გურამ რჩეულიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
სრულად
21.08.2017
საქართველოს ეროვნული ბანკი მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენებს 2017 წლის იანვარში სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შესახებ, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოსა და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის მაქსიმალურ ოდენობას განსაზღვრავენ.
სრულად
21.08.2017
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა. 
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
21.08.2017
22.08.2017
USD
1
USD
2.3895
2.3910
EUR
1
EUR
2.8067
2.8099
GBP
1
GBP
3.0808
3.0818
RUB
100
RUB
4.0213
4.0530