ნინო ჯავახაძე - მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს
ნინო ჯავახაძე - მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს
11 იანვარი / 2017
მსოფლიო ბანკის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოს მთავრობის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას ასახავს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ განაცხადა. ნინო ჯავახაძის შეფასებით, მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის პროგნოზი ასახავს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ სწორ რეფორმებს, მათ შორის 4 პუნქტიან გეგმას, რომელიც მიმართულია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდაზე.
„მსოფლიო ბანკის მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის 2017 წლის იანვრის გამოცემის მიხედვით, საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი 2017 წლისთვის იქნება 5, 2 პროცენტი. ეს განსაკუთრებულად საგულისხმოა იმ კონტექსტში, რომ იგივე მსოფლიო ბანკის 2016 წლის ივნისის პროგნოზით, ეს მაჩვენებელი იყო 4,5 პროცენტი. ჩვენ გვაქვს პროგნოზებში გაუმჯობესება და ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც მსოფლიო ბანკის შეფასებით, მსოფლიო ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდა ჩვენს რეგიონში შემცირებულია და პროგნოზებიც ამ მიმართულებით გაუარესებულია. საქართველოს ეკონომიკური ზრდა ამ პროგნოზის მიხედვით იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში და ამ მაჩვენებლით ჩვენ გავუსწრებთ როგორც ჩვენს უშუალო მეზობლებს, ასევე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანას“
You must have Flash Player installed in order to see this player.
- განაცხადა ნინო ჯავახაძემ.
მსოფლიო ბანკის 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით, საქართველო ლიდერია რეგიონში და მისი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზირებულ მაჩვენებლებს: საქართველო 5,2%, სომხეთი 2,7%, აზერბაიჯანი 1,2%, რუსეთი 1,5%, თურქეთი 3%. • ამ გაუმჯობესების მნიშვნელობა კიდევ უფრო აშკარაა იმის ფონზე, რომ მსოფლიო ბანკმა შეამცირა როგორც მსოფლიო ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები, რომლებიც 2017 წლისათვის 2,7%, ხოლო 2018 წლისათვის 2,9% შეადგენს, ასევე ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფის ეკონომიკური ზრდის შეფასება 2017 წლისათვის 2,4%-მდე.
საქართველო 2017 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მიხედვით უსწრებს ევროპისა და ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა; ბულგარეთი (3,2%), უნგრეთი (2,6%), პოლონეთი (3,1%), რუმინეთი (3.7%), ხორვატია (2,5%), მოლდოვა (2,8%), და სხვა. • საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2018 წლისათვის ასევე ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფში, ლიდერია მეზობელ ქვეყნებთან შედარებით და 5,3% შეადგენს.
ნინო ჯავახაძის კომენტარს ეკონომიკის სამინისროს პრესსამსახური ავრცელებს.
კომენტარები (1)
12.01.2017
ალექს
25 წელია მეცინება (მწარედ!)ამ წინსვლებზე,მერე აღმოჩნდება,რომ უკან გვივლია ! ნული 2%-თ გაიზრდება თუ 25 %-თ ან პირიქით ,შემცირდება,აქვს მნიშვნელობა ? ჩვენი თვითდასაქმებულძთა ცნების გამოგონებით გაყალბებული სტატისტიკის ეკონომიკა ერთ სულზე 200 დოლარია სულ,მოსახლეობის აღწერისას ზვავური ზრდა შემცირების ფონზე !? ახლა ამას 2% ან და 25 % უშველის !?
მსგავსი სიახლეები
2017 წლის პირველი მაისიდან "თ.რ. სს ზირაათ ბანკის თბილისის ფილიალი" საქმიანობას სს "ზირაათ ბანკი საქართველოს“ სახელით გააგრძელებს.
დილით გამოქვეყნებული ციფრები უფრო ადასტურებს იმას, რომ შესაძლებელი იქნება იმ ზრდის მიღწევა, რომელიც გაცხადებული იყო მთავრობის მიერ
2017 წლის 22-23 მაისს საკონსულტაციო კომპანია „IBF“-ის ორგანიზებით ბათუმში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება. ღონისძიების პარტნიორია პაშა ბანკი.
2017 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.5%-ით, 0.4 მილიარდი ლარით გაიზარდა და 29.8 მილიარდი ლარი შეადგინა.
”საქართველოს ბანკმა” საქართველოში არსებული საქველმოქმედო ფონდების ერთიანი ონლაინ პლატფორმა www.donate.ge შექმნა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „ჯეიპი მორგანის“ მმართველ დირექტორს, შტეფან ვაილერს შეხვდა.
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.
ევროპის საინვესტიციო ბანკთან 2017 წლის ივლისში, ახალ 250-მილიონიან ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი ვიცე-პრემიერი
რუბრიკის სხვა სიახლეები
28.04.2017
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს ერთხმად დაუჭირა მხარი.
სრულად
28.04.2017
პირველად საჯარო სექტორში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საპილოტე რეჟიმში თანამშრომლებისთვის ახალი პროექტი „სახლიდან მუშაობის დღე“ დანერგა.
სრულად
28.04.2017
ჩვენ არ გვითქვამს, რომ უნდა დაიხუროს „ელიავას ბაზრობა“, თუმცა შევთავაზეთ იდეა, როგორ შეიძლება ეს ბაზრობა ფუნქციონირებდეს სხვა ადგილებში
სრულად
28.04.2017
ახალი რეგულაციით „თბილისის მიკროავტობუსს“ ტარიფის გაზრდის უფლება ჩამოერთვა და ტარიფის რეგულირება თბილისის მერიის კომპეტენციაში გადმოვიდა
სრულად
28.04.2017
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე რევაზ ასათიანი პროექტის PAFAI (Promoting Access to Finance and Agri Insurane) შედეგების შეჯამების ღონისძიებას დაესწრო.
სრულად
TOP
რეკომენდებული
მნიშვნელოვანი
ოფიციალური კურსი
კონვერტორი
ბირჟა
28.04.2017
29.04.2017
USD
1
USD
2.4751
2.4416
EUR
1
EUR
2.6996
2.6701
GBP
1
GBP
3.1939
3.1604
RUB
100
RUB
4.3579
4.2768