ესპანეთში ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს

ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ქართული მაფიის 61 წევრი დააკავეს. ამის შესახებ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით, ადგილობრივი გამოცემა elmundo იუწყება.გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეთა კლანში 9 სხვადსხვა დაჯგუფება შედიოდა და ისინი ძირითადად ყაჩაღობით იყვნენ დაკავებული. ქართველებთან ერთად ესპანეთის 8 მოქალაქეც დააპატიმრეს.

სპეცოპერაციის შედეგად 35 000 ევრო, ძვირადღირებული ტექნიკა, ძვირფასეულობა და ათასობით კოლოფი სიგარეტი ამოიღეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ნაძარცვი თანხის უმეტესი ნაწილი საქართველოში გადარიცხეს.