დავით ნარმანიას განმარტებით, “9 აპრილის ბაღში” რამდენიმე გამხმარი ხე მოიჭრა, რათა გაზაფხულზე ახალი ხეები დაირგოს

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განმარტებით, “9 აპრილის ბაღში” რამდენიმე გამხმარი ხე მოიჭრა, რათა გაზაფხულზე ახალი ხეები დაირგოს. მისივე თქმით, აღნიშნულ ბაღში 20-მდე ახალი ხე უკვე დაირგო.

”რამდენიმე ხის მოჭრა “9 აპრილის ბაღში” იყო განპირობებული იმით, რომ მოჭრილიყო გამხმარი ხეები, რათა საგაზაფხულო რგვების პერიოდში დამატებით დაირგოს ახალი და ჯანსაღი ხეები. ამ ბაღში წინა რგვების პერიოდში 20-ზე მეტი ხე დავრგეთ”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.