დევნილთა სამინისტრომ ზუგდიდში მცხოვრებ 47 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები გადასცა

ზუგდიდში მცხოვრებ 47 დევნილ ოჯახს დევნილთა სამინისტრომ საცხოვრებელი ბინები გადასცა. დევნილ ოჯახებს ბინის გასაღები მინისტრის პირველმა მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადასცეს. დემურიას ქუჩაზე, დევნილი ოჯახები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვრობდნენ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, შენობას სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა, რაც 1 711 630 ლარი დაჯდა.

რეაბილიტაციის პერიოდში სამინისტრო აღნიშნულ ოჯახებს ქირის თანხით უზრუნველყოფდა.