მაგნოლიას ასწლოვანი ხე ზღვის სანაპიროსთან მიიტანეს

მაგნოლიას ასწლოვანი ხე ბობოყვათში, ზღვის სანაპიროსთან უკვე გადაიტანეს. როგორც კომპანია "ზიმოში" აცხადებენ, ხის გურიაში გადატანა უახლოეს დღეებში მოხდება.კომპანიის იურისტის ირაკლი შანავას თქმით, ვიდრე ზღვა არ დამშვიდდება, ხის გადატანა ვერ მოხდება.

"ხე უკვე სანაპიროსთან მივიტანეთ, გუშინ ზღვაზე შტორმი დაფიქსირდა. ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში, როცა ზღვა დამშვიდდება, ხის გურიაში ტრანსპორტირებას შევძლებთ", -განაცხადა კომპანია "ზიმოს" იურისტმა ირაკლი შანავამ.

მაგნოლიას ხეს სპეციალური ტრანსპორტით ზღვიდან გურიაში გადაიტანენ და დენდროლოგიურ პარკში გადარგავენ.