მსოფლიოს 8 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება დედამიწის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 50%-ის ქონების ტოლია

მსოფლიოს 8 ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება ჯამში დედამიწის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 50%-ის საერთო ქონების ტოლია.

სიღარიბესთან მებრძოლი ორგანიზაციების საერთაშორისო გაერთიანება Oxfam-ის მოხსენების თანახმად, 2016 წელს რვა მულტიმილიარდერის საერთო ქონებამ დაახლოებით 426 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც დედამიწის მოსახლეობის 3,6 მილიარდი ყველაზე ღარიბი ადამიანის ქონების ტოლია.

Oxfam-ის წინა კვლევის თანხმად, 3,6 მილიარდი ყველაზე ღარიბის ჯამური ქონება 62 მილიარდერის ქონებას უდრიდა.

კვლევის მიხედვით, დედამიწის ყველაზე მდიდარი ადამიანების 1%-ის მფლობელობაში მსოფლიო ქონების 50,8%-ია კონცენტრირებული. ხოლო დედამიწის მოსახლეობის უღარიბესი ნახევარის ჯამური ქონება მსოფლიო ქონების 0,16%-ს წარმოადგენს.

მსოფლიოს 8 ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის არიან: Microsoft-ის თადამფუძნებელი ბილ გეითსი - 75 მილიარდი დოლარი, ესპანურ ბრენდ Zara-ს დამაარსებელი ამანსიო ორტეგა - 67 მილიარდი დოლარი, Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი - 60,8 მილიარდი დოლარი, კონგლომერატ Grupo Carso-ს მფლობელი კარლოს სლიმ ელუ - 50 მილიარდი დოლარი, Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი - 45,2 მილიარდი დოლარი, Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი - 44,6 მილიარდი დოლარი, Oracle-ის მფლობელი ლარი ელისონი - 43,6 მილიარდი დოლარი და ნიუ-იორკის ყოფილი მერი და საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ის დამფუძნებელი და მფლობელი მაიკლ ბლუმბერგი - 40 მილიარდი დოლარი.