ცნობილი ბრენდების წარუმატებელი და სასაცილო სლოგანები

სახელწოდება და სლოგანი წარმატებული სარეკლამო კამპანიის აუცილებელი წინაპირობა გახლავთ და ეს იციან არამხოლოდ სპეციალისტებმა, არამედ რიგითმა მოქალაქეებმაც.

წარმატებული სარეკლამო კამპანია კი ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი გარანტია, სწორედ ამიტომ სლოგანებისა და სახელწოდებების შექმნაზე დიდი დრო, ენერგია და ფინანსები იხარჯება.

ყველა ბიზნესმენი ცდილობს საუკეთესო სპეციალისტები დაიქირავოს და რეკლამის საშუალებით გაზარდოს როგორც გაყიდვების რაოდენობა, ასევე კომპანიის ცნობადობა, რეპუტაცია და იმიჯი, თუმცა მიზანს ყოველთვის ვერ აღწევენ და ამ სტატიაში გიამბობთ სლოგანისა და სახელწოდების გამო ჩავარდნილ სარეკლამო კამპანიებზე.

როდესაც კალმების მწარმოებელი ამერიკული კომპანია parker მექსიკურ ბაზარზე შევიდა, მომხმარებელთა ყურადღების მიპყრობა სურდა იმ ფაქტისთვის ხაზის გასმით, რომ მათი საწერი კალმებიდან მელანი არ ჟონავდა.

Parker-ის მარკეტინგის მენეჯერებმა ამ მესიჯის მომხმარებლამდე მისატანად შესაბამისი სლოგანიც მოიფიქრეს. „ჩვენი კალმები არ გაჟონავს ჯიბეში და არ ჩაგაგდებთ უხერხულ მდგომარეობაში“

თუმცა თარგმანისას ვერ მოხდა ესპანური ენის სპეციფიკის ზუსტად გათვალისწინება და შედეგად პარკერის სლოგანი საკმაოდ უხერხულად ჟღერდა. თარგმნის შემდეგ სლოგანის შინაარსი იყო - „ეს არ გაჟონავს ჯიბეში და არ გაგანაყოფიერებთ.“

სარეკლამო კრახი ერთხელ კოსმეტიკურმა კორპორაცია Clairol-მაც განიცადა.

მან გერმანულ ბაზარზე შეიტანა თავისი ახალი პროდუქცია, თმის დასახვევი მოწყობილობა სახელად „Mist Stick”.

Mist კი გერმანულ ჟარგონზე ნაკელს ნიშნავს.

მსგავსი კურიოზი შეემთხვა ამერიკულ კომპანია Coors-საც, როდესაც მისი სლოგანი „დაიბრუნე დაკარგული“ ესპანურად თარგმანისას იქცა „მაწუხებს დიარია“-დ. Pepsi generation ჩინურად გაჟღერდა, როგორც “პეპსის თქვენი წინაპრები საფლავებიდან ამოყავს“. ფრანგულ ბაზარზე ერთ-ერთი პროდუქციის შეტანისას უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ქოლგეითიც, რადგან ახალი მარკის სახელწოდება Cue ძალიან პოპულარული ადგილობრივი პორნოჟურნალის სახელწოდების იდენტური იყო.

ამერიკის ავიახაზების თვითმფრინავების ტყავის სალონის რეკლამირებისას სლოგანი „ფრენა ტყავში“ ესპანურენოვანი მომხმარებლისთვის არაზუსტად ითარგმნა და შედეგად მიიღეს სლოგანი „შიშველი ფრენა“. თარგმანში დაშვებული შეცდომის გამო თავი შეირცხვინა მაისურების მწარმოებელმა ამერიკულმა კომპანიამ, რომელსაც აშშ-ში რომის პაპის ვიზიტის წინა პერიოდში სურდა გამოეშვა მაისურები წარწერით "მე ვნახე პაპი" (ელ პაპა), ბეჭდვისას გაიპარა შეცდომა და მაისურებზე დააწერეს „ლა-პაპა“, რაც ნიშნავს „მე ვნახე კარტოფილი“. რძის პროდუქტების მწარმოებელმა ასოციაციამ მექსიკაში გაყიდვების რაოდენობის ზრდის მიზნით წამოიწყო სარეკლამო კამპანია სლოგანით „მიიღე რძე?“. თარგმანში დაშვებული შეცდომის გამო კი სლოგანი გახდა „იწველები?“

ფიასკო განიცადა სამხრეთ ამერიკულ ბაზარზე შესვლისას ჯენერალ მოტორსმა. ადგილობრივებისთვის ალოგიკურად ჟღერდა ავტომობილ ნოვას სახელწოდება, რადგან ესპანურად "ნოვა" ითარგმნება როგორც „არ დადის“.

წარუმატებელ სლოგანებთან საბედნიეროდ კავშირი არ აქვს, მაგრამ აქვე შეგახსენებთ შპს 4ფინანსის ბრენდის, vivus -ის სლოგანს „vivus.ge - შენი მეგობარი კომპანია“ და მართლაც ონლაინ სესხები ს სფეროში ლიდერი vivus ge საკუთარ სლოგანს ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში ამართლებს, რადგან აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ 50-დან 650 ლარამდე სესხები ყველაზე ხელსაყრელ პირობებში. (R)