2016 წელს 2015 წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა

2016 წლის მონაცემებით, საქართველოში აქტიური სტატუსით რეგისტრირებული 1 136 961 ავტომანქანაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ”აქტიური” სტატუსით რეგისტრირებული იყო 1 136 961 ერთეული ავტომანქანა (მსუბუქი/სამგზავრო/სატვირთო/სპეციალიზებული).

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში ავტომობილების რაოდენობამ 8%-ით მოიმატა. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 1 053 181 იყო.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში 2016 წელს, რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 419 193 შეადგინა, რაც 2015 წლის მაჩვენებელს 7%-ით აღემატება. 2015 წელს დედაქალაქში 389 756 ავტომობილი აღირიცხებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკა "ბიზნესპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციამ - ”საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” მიაწოდა.