თამარ ჟვანია მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს

ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანია მის მიერ აღებულ პრემია-დანამატებზე განმარტებას აკეთებს. "საარჩევნო პროცესი 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს ამ ხნის განმავლობაში გაწეული შრომისთვის ჩვეულებრივი ზეგანაკვეთურია, მხოლოდ ცესკო-ს თავმჯდომარე კი არა, ყველა ასე მუშაობს. ეს ჩვეულებრივი საჯარო ინფორმაციაა. ჩემს დეკლარაციაშიცაა მითითებული. ყველაფერი კანონის ფარგლებშია მოქცეული. ამასთან დაკავშირებით კომენტარი არაერთხელ გამიკეთებია. ვერ ვხვდები, ეს ახლა რატომ გახდა ახალი ამბავი", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

"მონიტორინგის ცენტრი - მედიატორის" მიერ 16 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, თამარ ჟვანიას 2016 წლის ანაზღაურებამ, 197 308 ლარი შეადგინა, აქედან თანამდებობრივი სარგო 101 598 ლარი იყო. ”მედაიტორის” ცნობით, თამარ ჟვანიამ პრემიის სახით 31 900 ლარი აიღო, მისმა დანამატმა კი 63 810 ლარი შეადგინა.

თამარ ჟვანია, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე 2013 წლის სექტემბერში აირჩიეს.