ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა , - ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი იუწყება.

მათივე ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138-კმ158 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და აღნიშნულ გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.