6 წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც ტრამპმა პირველივე დღეს არ შეასრულა

წინასაარჩევნო კამპანიის დროს დონალდ ტრამპი საკმაოდ მკვეთრი განცხადებებით გამოირჩეოდა და აღნიშნავდა, რომ პირველივე დღეს რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამდა სხვადასხვა მიმართულებით.

თუმცა, „ბიბისის“ ინფორმაციით, პრეზიდენტობის პირველ დღეს ტრამპმა რამდენიმე რადიკალური დაპირება არ შეასრულა. 

არ ააშენა კედელი აშშ-მექსიკის საზღვარზე;

არ გამოაცხადა ჩინეთი სავალუტო მანიპულატორად;

არ გააუქმა სკოლებსა და სამხედრო ბაზებში იარაღის თავისუფლად ტარების ზონები;

არ სთხოვა კონგრესს მიეღო კანონი, რომლის თანახმად, ქვეყნიდან ერთხელ დეპორტირებული არალეგალური მიგრანტი აშშ-ში ხელმეორედ დაკავების შემთხვევაში, ის მინიმალური ვადით და მკაცრი პატიმრობით დაისჯებოდა;

არ გააუქმა  „არაკონსტიტუციური ბრძანებები“;

არ შეაჩერა აშშ-ში სირიელი დევნილების შესვლა.

იხილეთ ასევე: ტრამპისთვის უმნიშვნელოვანესი 7 რამ, რაც მან პრეზიდენტობის პირველივე დღეს გააკეთა