კობა გვენეტაძე - მოსახლეობამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ ვის ანდობს თავის ფულს

ეროვნული ბანკის კანონმდებლობა არ არეგულირებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც იყო ფინანსური კომპანია ,,საქართველო“, - ამის შესახებ განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ გააკეთა.

როგორც გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, თუ რა წერია კონტრაქტში, რათა არ დაკარგოს დანაზოგი.

,,ეროვნული ბანკის კანონმდებლობა არ არეგულირებს ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც იყო ფინანსური კომპანია ,,საქართველო“, ამიტომაც არის, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან დროდადრო კეთდებოდა განცხადებები. მოსახლეობამ აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს, თუ ვის ანდობს თავის ფულს. რა წერია კონტრაქტში, რა ვალდებულებას იღებს ის მხარე, ვინც სესხს იღებს. ვფიქრობ, რომ ამისთვის ყურადღების მიქცევა იქნება საფუძველი იმისა, რომ ასეთი პირამიდები არ მოქმედებდეს და არ დაიკარგოს ის დანაზოგები, რაც მოსახლეობას აქვს“ , - განაცხადა გვენეტაძემ.