გიორგი კახიანი - საქართველო ძლიერდება, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც

საქართველო ძლიერდება, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა განაცხადა.

კახიანი გამოეხმაურა ”გაზპრომთან” მიღწეულ შეთანხმებას, რომელთან დაკავშირებითაც ოპოზიციას კითხვები აქვს.

”არავინ იტყოდა, რომ ხელშეკრულების პირობები არ ვიცით. ეს პირობები ჩვენთვის ცნობილია საჯარო სივრციდან, მაგრამ არის ხელშეკრულების ერთი ნაწილი, რომელიც არის გასაიდუმლოებული, ამას თავისი პროცედურა აქვს. კანონმდებლობით შესაძლებელია, რომ ხელშეკრულებაში არსებობდეს საიდუმლო ინფორმაცია, მაგრამ ის ინფორმაცია რაც ჩვენ გვაქვს, იძლევა საფუძველს მისი მიზანშეწონილობის შესახებ. არსებული რეალობიდან გამომდინარე, ეს იყო პრაგმატული გადაწყვეტილება, ეს იყო ჩვენი რეალობა. ის შიშები, რასაც ჩვენი ოპონენტები გამოთქვამდნენ ამ ხელშეკრულების მიმართ, მსგავსი კრიტიკა მე მესმოდა 2014 წელს, 2015 წელს, როცა ანალოგიური ხელშეკრულება იდებოდა. მიდის საუბარი თითქოს ენერგოდამოკიდებული ვხდებით რუსეთზე, რაც ასე არ არის. პირიქით, საქართველო ძლიერდება, მათ შორის ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისითაც, რადგან ჰყავს ხელისუფლება, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს იღებს”, - განაცხადა გიორგი კახიანმა.