ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით ფრენა დღეს განახლდება

ბათუმის აეროპორტიდან ბათუმი-სტამბოლის მიმართულებით ფრენა დღეს განახლდება. როგორც ბათუმის აეროპორტში განაცხადეს, ამ დროისათვის არანაირი შეფერხება არ ფიქსირდება და 18.00 საათზე სტამბოლის მიმართულებით რეისი შესრულდება. მათივე ინფორმაციით, ბათუმის აეროპორტი ფრენების გასახორციელებლად სრულ მზადყოფნაშია.

გუშინ უამინდობის გამო, ბათუმი-სტამბოლის რეისის შესრულება გადაიდო.