2016 წელს საქართველოდან 71 უცხოელი გააძევეს

გასულ წელს საქართველოდან უცხოელთა გაძევების სულ 71 შემთხვევა დაფიქსირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 9 უცხოელი, რომელიც გააძევეს, სომალის მოქალაქე იყო. 7-7 გაძევებული უცხოელი თურქეთისა და რუსეთის მოქალაქე იყო. ასევე გაძევებულთა რიცხვში იყვნენ: აზერბაიჯანის, სომხეთის, შრი-ლანკას, ავღანეთის, ირანის მოქალაქეები და ა.შ.

bpn

ცნობისთვის, 2015 წლის მონაცემებით, საქართველოდან გაძევების 45 ფაქტი დაფიქსირდა. მათ შორის იყვნენ - უზბეკეთის, ნიგერიის, რუსეთის, ბანგლადეშის მოქალაქეები და ა.შ.