კრედო, როგორც მომხმარებელთა დაცვის მაღალი სტანდარტის მქონე ორგანიზაცია, Smart Campaign-ის სერტიფიკატის მფლობელი გახდა

კრედოს მიერ Smart Campaign-ის მომხმარებელთა დაცვის სერტიფიკატის მოპოვება შვიდ მნიშვნელოვან პრინციპთან შესაბამისობაში ყოფნის დასტურია:

• პროდუქტის შესაბამისი დიზაინი და მიწოდება

• მომხმარებლების დაცვა ზედმეტი ვალდებულებისგან

• გამჭვირვალობა

• გონივრული ფასწარმოქმნა

• მომხმარებლებისადმი პატიოსნებასა და პატივისცემაზე დაფუძნებული დამოკიდებულება

• მომხმარებლების მონაცემთა კონფიდენციალობის დაცვა

• მომხმარებელთა საჩივრების გასათვალისწინებლად აუცილებელი მექანიზმის არსებობა

კრედოს შეფასების კომპლექსური პროცესი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა დამოუკიდებელი საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Microfinanza Rating-ის მიერ.

„სასიხარულოა, რომ კრედო საერთაშორისო სმარტ კამპანიის (Smart Campaign) სერტიფიკატის მფლობელი გახდა. კრედო მუდამ იყო და დარჩება სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპების ერთგული. მომხმარებლების გონივრული ფინანსირებით უზრუნველყოფა კომპანიის სოციალური მისიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია“, - განაცხადა კრედოს გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

კრედო, როგორც სოციალური პასუხისმგებელობის მქონე ორგანიზაცია, მუდამ ზრუნავს მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე და მდგრადი ფინანსური სერვისით უზრუნველყოფს როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებს. კომპანიის მფლობელები არიან: AccessHolding – გერმანული გლობალური მიკროსაფინანსო ინსტიტუტების ქსელი და სოციალური გავლენის ინვესტორები responsAbility Investment AG და Triodos Investment BV. კრედო მიკროსაფინანსო ბაზრის ლიდერია და 62 ფილიალით ემსახურება 220,000-ზე მეტ აქტიურ მომხმარებელს საქართველოს მასშტაბით.

Smart Campaign, საფინანსო სექტორის მომხმარებელთა დაცვის ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო კამპანიაა, რომელიც 2008 წლიდან იღებს სათავეს და მასში 4600-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, ასოციაცია, ინვესტორი, დონორი თუ კერძო პირია გაერთიანებული მსოფლიოს მასშტაბით. (R)