მსოფლიოში პროდუქტებზე ფასებმა ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია

მიმდინარე წლის იანვარში, საფასო ინდექსმა პროდუქტებზე 3,7%-ით მოიმატა გასული წლის დეკემბრის თვესთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია „გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის“ ანგარიშში.

როგორც FAO-ში აღნიშნავენ, ეს მაჩვენებელი მაქსიმალურია 2015 წლის თებერვლის შემდეგ. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, იანვარში ფასები 1,8%-ით გაიზარდა ზეთზე, რომლის ზრდა ძირითადად პალმის ზეთზე ფასების ზრდამ განაპირობა, რომელიც ბოლო 30 თვის განმავლობაში იზრდებოდა. ასევე 3,4%-ით გაიზარდა ფასები მარცვლეულზე, რაც გამოწვეულია მოსავლის სიმცირით ამერიკის კონტინენტზე. რაც შეეხება შაქარს, ფასები 9,9%-ით გაიზარდა, ამ შემთხვევაში მიზეზად სახელდება შაქრის უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნებში ბრაზილიასა და ინდოეთში პროდუქციის წარმოების შემცირება. საფასო ინდექსი ხორცზე და რძის პროდუქტებზე პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.

კოკა კვირკველია