9 თებერვალს დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ

9 თებერვალს, დასავლეთ საქართველოდან თბილისის მიმართულებით მატარებლები არ იმოძრავებენ, - ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ ცხელ ხაზზე განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, 9 თებერვალს, დღის განმავლობაში არის „ფანჯარა“, რისი მიზეზიც რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოებია.

კონკრეტულად რა სამუშაოები მიმდინარეობს, ამის შესახებ „რკინიგზის“ ცხელ ხაზზე ინფორმაციას არ ასაჯაროებენ, თუმცა არსებული ინფორმაციით, სარკინიგზო მიმოსვლის ერთი დღით შეწყვეტა ბუკნარიდან დენდროლოგიურ პარკში „მაგნოლიას“ტრანსპორტირებას უკავშირდება.