თბილისში მზის ენერგიაზე მომუშავე სანათები დამონტაჟდა

"თბილსერვის ჯგუფმა" გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან, საპილოტე პროექტის ფარგლებში, ახალი თანამედროვე ტიპის მზის ენერგიაზე მომუშავე „ლედ“ სანათები დაამონტაჟა.

აღნიშნული სანათები აღჭურვილია სპეციალური მზის ელემენტებით, რომლის მეშვეობით დღის განმავლობაში მიღებული ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად და სპეციალური სენსორის მეშვეობით ღამით ავტომატურად ირთვება.