საქსტატში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებიან

საქსტატში სამუშაო ვიზიტით საერთაშორისო ექსპერტები იმყოფებიან. როგორც  საქსტატიდან იუწყებიან, ექსპერტების ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოს საერთაშორისო შედარებების პროგრამის (International Comparison Program, ICP) 2017 წლის რაუნდში მონაწილეობასთან დაკავშირებული სამუშაოების დაგეგმვა.

საერთაშორისო შედარებების პროგრამის მიზანია მასში მონაწილე ქვეყნების მთლიანი შიდა პროდუქტის შედარება ვალუტების მსყიდველობითი უნარის პარიტეტის (მსყიდველობითი უნარის პარიტეტი -Purchasing Power Parity) გათვალისწინებით.

როგორც საქსტატში განმარტავენ, საერთაშორისო შედარებების პროგრამა საშუალებას იძლევა მოხდეს სხვადასხვა ქვეყნების კეთილდღეობის დონეების შედარება. საერთაშორისო შედარებების პროგრამის 2017 წლის რაუნდში 200-მდე ქვეყანა მონაწილეობს. პროექტში საქართველოს მონაწილეობა განხორციელდება Eurostat-OECD-ის PPP პროგრამაში მონაწილე ქვეყნებთან შედარებით, რომელშიც ერთიანდება ევროკავშირისა და OECD-ის როგორც წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნები, ვაჭრობის საერთაშორისო ორგანიზაციისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები.

ამჟამად საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით საქსტატში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნება პროგრამის შესასრულებელი კომპონენტების ორგანიზაციული საკითხები.