„სამსუნგი“ სმარტფონების გაყიდვებით კვლავ პირველია

2016 წელს სმარტფონების გაყიდვებმა 1,488 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის მონაცემებს 3,3%-ით აღემატება.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალში Apple-ის iPhone7 გაყიდვების ლიდერი იყო, წლის საბოლოო მონაცემებში Apple-მა მაინც ვერ შეძლო მისი უშუალო კონკურენტის დამარცხება. შედეგად გასული წლის ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების მწარმოებელი სამხრეთ კორეული კომპანია Samsung გახდა, რომელმაც საერთო ჯამში 2016 წელს 309,4 მილიონი სმარტფონის რეალიზება შეძლო. შედეგად მისმა წილმა მსოფლიო სმარტფონების ბაზარზე 20,8% შეადგინა.

რაც შეეხება iPhone-ებს, გასულ წელს 215,4 მილიონი ერთეულის რეალიზება მოხერხდა, ხოლო საერთო ბაზარზე მისი წილი 14,5%-ია. სმარტფონების გაყიდვების რეიტინგში მესამეა ჩინური კომპანია Huawei 138,8 მილიონი გაყიდული სმარტფონით, რომლის წილი სმარტფონების ბაზარზე 9,3%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ბაზარზე წილობრივი ზრდა მხოლოდ „ჰუავეის“ დაუფიქსირდა, ხოლო Apple-მა და „სამსუნგმა“ საკუთარი წილი 2016 წელს 2 პროცენტით დათმეს.

კოკა კვირკველია