ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6223 ლარი გახდა

10 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6223 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6454 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.31 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 11 თებერვალს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 11 თებერვლისთვის 2.7907 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8342 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 3.83 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 11 თებერვლისთვის 0.7132 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7165 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.33 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 11 თებერვლისთვის 3.2771 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.3237 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 4.66 თეთრი შეადგინა.