მსოფლიოს უმდიდრესი ქალბატონები

გამოცემა Forbes-ი ყოველწლიურად მსოფლიოს მილიარდერების სიას ადგენს, რომელშიც ქალები არა იმ რაოდენობით, როგორც მამაკაცები, მაგრამ წარმოდგენილები მაინც არიან.

გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე ქალების სიას.

1. ლილიან ბეტანკური მსოფლიოს N1 მილიარდერი ქალია. ფრანგი მილიარდერი 94 წლისაა და 38,5 მილიარდ დოლარს ფლობს.

ის კომპანია L’Oreal-ის 33%-ს ფლობს. L’Oreal-ი ლილიანის მამამ ეჟენ შუელერმა 1907 წელს დააარსა და მსოფლიოში დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

2. ელის უოლტონი 33, 2 მილიარდ დოლარს ფლობს და ამჟამად 67 წლისაა. ელისი კომპანია Wal-Mart-ის დამფუძნებლის, სემ უოლტონის ერთადერთი ქალიშვილია. მას კომპანიის ჩამოყალიბებაში დიდი როლი არ მიუძღვის, თუმცა Crystal Bridges Museum of American Art გახსნა, რომლის დირექტორის თანამდებობასაც თავად იკავებს.

3. ჟაკლინ მარსი, 77 წლის ასაკში 28,7 მილიარდი დოლარის მფლობელია. ის მსოფლიოში ტკბილეულისა და კანფეტების უმსხვილესი მწარმოებელია.

4. მარია ფრანკა ფისოლო, 99 წლის იტალიელი მილიარდერია. მისი კაპიტალი ამჟამად 25,2 მილიარდი დოლარია. ის "ნუტელასა" და სხვა იტალიური ტკბილეულის მწარმოებელი კომპანიის მფლობელია.

5. ლორენ პაუელ ჯობსი, 53 წლის ასაკში, 20,5 მილიარდი დოლარის მფლობელია. ლორენ ჯობსი სტივ ჯობსის ქვრივია, რომელიც კომპანია Apple-ის აქციებს ფლობს. ის ასევე Collage Track-ის დამფუძნებელია. ლორენს შემოსავალი კომპანია Disney-დანაც აქვს.

6. უზან კლატენი ამჟამად 54 წლისაა და ავტომობილების მწარმოებელი კომპანია BMW-სა (12,5%-ის მფლობელი) და ფარმაცვეტული კომპანია "ალტანა"-სგან (100%-ის მფლობელი) 19,6 მილიარდი დოლარი აქვს.

7. აბიგაილ ჯონსონი 14,2 მილიარდ დოლარს ფლობს და 55 წლისაა. აბიგაილ ჯონსონი საინვესტიციო კომპანია Fidelity Invesment-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია. კომპანია მას მემკვიდრეობით ერგო.

8. ირის ფონტბონა ჩილელი მილიარდერია. ის ანდრონიკო აბაროას ქვრივია, რომელსაც სასმელებისა და სამთო მრეწველობის ბიზნესი ჰქონდა, სანამ 2005 წელს სიმსივნით დაიღუპებოდა. ირისის კაპიტალი 13,8 მილიარდ დოლარს შეადგენს. ის ამჟამად 74 წლისაა.

9. ჯინა რაინჰარტი 63 წლის ასაკში 12,6 მილიარდი დოლარის მფლობელია. ის კომპანია Hancock Prospecting-ის აღმასრულებელი დირექტორია.

10. შარლენ დე კარვალიო-ჰეინეკენი 12,2 მილიარდი დოლარის მფლობელია. ის ამჟამად 62 წლისაა და გერმანული ლუდის, Heineken-ის უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანია ლუდის რეალიზაციას 65-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს.

იხილეთ ფოტოგალერეა

წყარო allnews.ge