ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6288 ლარი გახდა

13 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.6288 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6223 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.65 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 14 თებერვალს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გამყარდა ევროც, რომლის კურსი 14 თებერვლისთვის 2.7957 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7907 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.05 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 14 თებერვლისთვის 0.7120 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7132 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.12 თეთრი შეადგინა.

ასევე გამყარდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 14 თებერვლისთვის 3.2892 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2771 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 1.21 თეთრი შეადგინა.