„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს კიდევ ერთი ობიექტი ახალქალაქში შეემატა

„თეგეტა მოტორსის“ სერვის ცენტრებს კიდევ ერთი ობიექტი ახალქალაქში შეემატა. როგორც  ”თეგეტა მოტორსიდან” იუწყებიან, დღეისათვის ახალქალაქში კომპანია წარმოდგენილია შოურუმით , სადაც დაგხვდებათ მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალკვალიფიციური კადრები, კომფორტული გარემო და მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია: საბურავები, ზეთები, ფილტრები, მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ასევე სპეც-ტექნიკის სათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები, სერვისის დანადგარები, ინსტრუმენტები და სხვა საავტომობილო აქსესუარები. ფილიალში ავტომობილის მფლობელებს შეუძლიათ ისარგებლონ „ტაქს ფრი“ სერვისით.

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 22 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა მოტორსი“ არის მსოფლიოში წამყვანი 300-ზე მეტი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.