”თიბისი ბანკში“ ამ დროისთვის 400-მდე სესხია გალარებული

იანვართან შედარებით, თებერვალი აქტიურობით გამოირჩევა და ეს კარგის მაჩვენებელია, - ამის შესახებ ”თიბისი” ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებთან გალარების პროგრამის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, ”თიბისი ბანკში“ ამ დროისთვის 400-მდე სესხია გალარებული.

”ვფიქრობ, პოტენციალი გაცილებით მეტი გვაქვს. ”თიბისი” ბანკი ცდილობს ამ კუთხით გააქტიურდეს. შინაარსობრივად ეს ძალიან კარგი პროდუქტია. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ბანკის კლიენტებს ავუხსნათ, რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი და რატომ არის ეს ჩვენი მომხმარებლებისათვის საინტერესო. ჩვენ ინდივიდუალურად ვუკავშირდებით ჩვენს მომხმარებელს, ინდივიდუალურად ვუხსნით, თუ რატომ არის მათთვის საინტერესო ეს პროგრამა. ვფიქრობ ეს უფრო ეფექტის მომტანი იქნება”, - განაცხადა ”თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.