ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ხაშური-ახალციხე-ვალეს გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა, - ამის შესახებ  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ძლიერი ქარბუქის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალე (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.