საქართველო-სომხეთის საზღვარზე ახალი ხიდი აშენდება

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საკომიტეტო მოსმენაზე განიხილა და მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის, რომელიც სადახლო - ბაგრატაშენის ახალი ხიდის მშენებლობას შეეხება.

როგორც  საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან იუწყებიან, აღნიშნული საკითხი განსახილველად საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის განხორციელების მიზნით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს 6 მილიონი ევროს ღირებულების შეღავათიანი სესხი გამოუყო. ამ თანხით საქართველოსა და სომხეთის სახელმწიფო საზღვარზე სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ხიდი აშენდება.

პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.