იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 5 მილიონი დოლარით შემცირდა

2017 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აღნიშნული პროდუქციის წილი მთელ იმპორტში 2.1%-ით არის შემცირებული.

კერძოდ, გასულ თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარში იმპორტმა 32 მილიონი დოლარი შეადგინა.

2017 წლის იანვრიდან „საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის გადასახადი გაიზარდა, მარჯვენასაჭიანების შემთხვევაში გასამმაგდა, ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში კი შემცირდა.