სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს აღმოსავლეთის განყოფილების ოფიცრის მიერ , სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის (სანტექნიკა და სამშენებლო მასალები) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა.

როგორც შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ექსპერტიზის დასკვნით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ 16641 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.