არარსებულ ოპერაციებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების ჯამურმა ღირებულებამ 1 809 915 ლარი შეადგენა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის საგადასახადო ოფიცრებმა, არარსებული ოპერაციებისთვის გამოწერილი, 1 809 915 ლარის ღირებულების სასაქონლო ზედნადებები გამოავლინეს.

როგორც  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, ორი კონკრეტული საწარმოს მიერ, ტრანსპორტირებული საქონლის გადამოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე სასაქონლო ზედნადების გამოწერის ფაქტები გამოვლინდა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული საინფორმაციო ბაზის მონაცემებით დადგინდა, რომ აღნიშნულ ფიზიკურ პირებზე გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, რეგულარულად ხორციელდებოდა ერთგვაროვანი სახეობის გარკვეული რაოდენობის საქონელზე, სასაქონლო ზედნადებების გამოწერა. შესაბამისად, გამოიკვეთა პირების მიერ ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტები, თუმცა, ფიზიკურმა პირებმა უარყვეს სამეურნეო ოპერაციებში მხარედ მონაწილეობის ფაქტი.

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზის მონაცემებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოების მიერ, მსგავსი სქემით, გადასახადის გადამხდელად არარეგისტრირებულ ფიზიკურ პირებზე, სხვა შემთხვევებშიც ( ჯამში 217 ფიზიკურ პირზე), რეგულარულად ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადებების გამოწერა, სავარაუდოდ, არარსებულ სამეურნეო ოპერაციებზე. სულ გამოწერილია ჯამში 3232 ერთეული მიწოდების ოპერაციის ამსახველი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 1 809 915 ლარი შეადგენა.

საქმეთა მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.