რამაზ ბოლქვაძე - შპს "ჰიგიენა 2009“-ში აღმოჩენილი ფინანსური შეუსაბამობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ვაცნობეთ

შპს "ჰიგიენა 2009“-ში აღმოჩენილი ფინანსური შეუსაბამობის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ვაცნობეთ , - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და მიმდინარეობს გამოძიება.

"შპს "ჰიგიენა 2009“- ში აღმოჩენილი ფინანსური შეუსაბამობის გამო, ვაცნობეთ საქართველოს ფინანსთა და საგამოძიებო სამსახურს ამ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე არის აღძრული 182- მუხლის შესაბამისად. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ვისაც სურვილი აქვს, რომ სახელმწიფო ქონება მიითვისოს, დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით", - აცხადებს რამაზ ბოლქვაძე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „ჰიგიენას“ დირექტორმა ირაკლი ცეცხლაძემ დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხები მიითვისა.

"ირაკლი ცეცხლაძემ 5 მილიონი ლარი მიითვისა. აღნიშნული თანხით ქობულეთში, ცეცხლაურში ნაგავსაყრელი უნდა აშენებულიყო, ასევე მოსახლეობისთვის კომპენსაცია უნდა გაცემულიყო. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს რამაზ ბოლქვაძეს პასუხი არ აქვს. მთავრობას ფაქტზე რეაგირებას ვთხოვთ“, - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი.