ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6029 ლარი გახდა

22 თებერვლის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6029 ლარი შეადგინა.

კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6325 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.96 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 23 თებერვალს შევა ძალაში.

ამასთანავე ლართან მიმართებაში გაუფასურდა ევროც, რომლის კურსი 23 თებერვლისთვის 2.7333 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7739 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.06 თეთრი შეადგინა.

ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა თურქული ლირაც, რომელიც 23 თებერვლისთვის 0.7200 ლარი იქნება. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 0.7267 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლირის ცვლილებამ 0.67 თეთრი შეადგინა.

ასევე გაუფასურდა ბრიტანული ფუნტი, რომელიც 23 თებერვლისთვის 3.2411 ლარი გახდება. მაშინ როდესაც დღეს მოქმედი კურსი 3.2701 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ფუნტის ცვლილებამ 0.29 შეადგინა.