თბილისიდან ლიბანის მიმართულებით ფრენა 1 070 ლარიდან 4 512 ლარამდე ეღირება

აპრილიდან თბილისიდან ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყება. რეისებს ქართული ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-ბეირუთი-თბილისის მიმართულებით განახორციელებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიაში უთხრეს, ფრენები 22 მარტიდან დაიწყება.

რაც შეეხება ღირებულებას, ორივე მიმართულებით მგზავრობის მინიმალური ფასი 1 070 ლარია. ბიზნესკლასით ფრენა კი 4 512 ლარად იქნება შესაძლებელი.

„სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ ცნობით, ავიაგადამზიდველს ახალ მიმართულებაზე ფრენების განხორციელების ნებართვა 23 თებერვალს მიენიჭა.

მათივე ინფორმაციით, Georgian Airways ლიბანის დედაქალაქის მიმართულებით სეზონურ რეისებს 13 და 17 აპრილს ორი ჩარტერული რეისით დაიწყებს.

ივნისიდან კი მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები ყოველ კვირას, შემდეგი განრიგით შესრულდება: 27 ივნისიდან - 13 სექტემბერის ჩათვლით:, ფრენები კვირაში ერთხელ - ყოველ სამშაბათს იქნება; 29 ივლისიდან - 3 სექტემბრამდე შუალედში - კვირაში ორჯერ - სამშაბათსა და შაბათს იქნება შესაძლებელი.

რეისებს ბოინგ B737-700/500 ტიპის საჰაერო ხომალდები განახორციელებს.