რა საჩუქრები მიიღეს „ოსკარის" ნომინანტებმა (+ფოტო)

ტრადიციულად, “ოსკარის” ცერემონიალზე ნომინანტებს, მსახიობებსა და რეჟისორებს მრავალფეროვანი სასაჩუქრე კალათა გადაეცემათ.

კალათში ძალიან ბევრი საჩუქარია მოთავსებული - დაწყებული ეგზოტიკური მოგზაურობით, დამთავრებული შოკოლადის ფილით.

წლევანდელი სასაჩუქრე კალათის ღირებულება 100 000 დოლარს შეადგენდა. ვარსკვლავებს საჩუქრად ერგოთ  დასვენება იტალიაში, შოკოლადი, ყურსასმენი, ძვირფასი სამკაული, ტკბილეული, სახის კრემი და სხვა საჩუქრები.

იხილეთ ფოტოგალერეა