როგორ გამოიყურება ცემენტის ქარხანა, რომელიც არქიტექტორმა საცხოვრებელ სახლად გადააკეთა (ფოტო)

არქიტექტორმა რიკარდო ბოფილმა ნახევრად დანგრეული ცემენტის ქარხანა 1973 წელს აღმოაჩინა. ქარხანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაიხურა, ბარსელონასთან ახლოს მდებარეობს.

როდესაც ბოფილმა და მისმა თანაგუნდელებმა ფაბრიკა იპოვეს, იგი ძალიან დაბინძურებული იყო და დიდ სამუშაოებს საჭიროებდა. რამდენიმეწლიანი რეკონსტრუქციის შემდეგ არქიტექტორმა უკვე ყოფილი ფაბრიკის საკუთარ სახლად და სამუშაო ადგილად მოწყობა დაიწყო. ფაბრიკაში სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. ფაბრიკის საკვამურები, რომლებიც ერთ დროს ცას კვამლით ფარავდნენ, ახლა მცენარეებითაა მორთული.

იხილეთ ფოტოგალერეა