სადახლოზე, ნინოწმინდასა და სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო საავტომობილო“, „ნინოწმინდა“ და „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის (ჯამში 26,860 ღერი) ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის 5 ფაქტი აღიკვეთა.

შესამოვლების სამსახურის ინფორმაციით, პირველ შემთხვევაში საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს; 4 კანონდამრღვევ მოქალაქეს კი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, ჩამოერთვა საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და, სანქციის სახით, თითოეულს შეეფარდა ფულადი ჯარიმა ათასი ლარის ოდენობით.