სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

7 მარტს, საბაჟო-გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად 2,200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა , - ამის შესახებ  შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, მოქალაქეს ჩამოერთვა საქონელი და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 1,000 ლარის ოდენობით შეეფარდა.