ნავთობის ფასი 51 დოლარს ჩამოსცდა

2016 წლის 30 ნოემბრის შემდეგ პირველად ნავთობის ფასი 51 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა.

დღეს დილით ვაჭრობისას „ბრენტის“ მარკის ნავთობი 0,7%-ით გაიაფდა და ბარელზე მისმა ღირებულებამ 50,94 დოლარი შეადგინა.

0,9%-ით შემცირდა WTI-ის ნედლი ნავთობის ფასი, რომელმაც ბარელზე 48,04 დოლარი შეადგინა.

ნავთობის ფასმა ვარდნა 8 მარტს დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ში „შავი ოქროს“ ჭარბი მოპოვების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. 3 მარტის მონაცემებით, აშშ-ში ერთ კვირაში ნავთობის კომერციული მარაგი 8,2 მილიონი ბარელით - 528,4 მილიონ ბარელამდე გაიზარდა.