როგორ იზიდავენ ფრანგები ღვინით დაინტერესებულ ტურისტებს - საფრანგეთში ტურიზმი წლიდან-წლამდე იზრდება

მეღვინეობის კუთხით საფრანგეთი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მოწინავე ქვეყანაა. ხარისხიანი ფრანგული ღვინო ხომ ყველა გემოვნების ადამიანისთვისაა სასურველი. თუმცა, საკუთრივ ღვინის პოპულარიზაციის გარდა, მეღვინეობის დარგი საფრანგეთის სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროცაა.

როგორც ბოლოდროინდელი სტატისტიკა ცხადყოფს, საფრანგეთში ღვინის ტურიზმი წლიდან-წლამდე იზრდება და შარშან ამ ქვეყანამ 10 მილიონამდე ღვინის ტურისტი მიიღო. ტურიზმის განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს უცხოელ ვიზიტორთა შემოდინება მკვეთრად გაიზარდა, რაც საინტერესო მიმართულების - ღვინის ტურიზმის დამსახურებაცაა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, თუკი 2009 წელს ქვეყანამ 7 მილიონამდე ღვინის მოყვარულს უმასპინძლა, 2016 წელს მათი რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. გააგრძელეთ კითხვა